დავით სერგეენკო - არა მარტო არასასიამოვნო, არამედ არანორმალური ვითარებაა, ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია - იმედია სივრცე, რაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი კონსესუსისთვის, ოპოზიციის მიერ სწორად იქნება გამოყენებული

არამარტო არასასიამოვნო, არამედ არასწორი და არანორმალური ვითარებაა, ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში.

“ჩემი აზრით, ეს არამარტო არასასიამოვნო, არამედ არასწორი და არანორმალური ვითარებაა. ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია, როგორც თემატურ საკითხებზე იგივე თუნდაც ჯანდაცვაზე მსჯელობისას, ასევე ზოგადად პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის. მე მართლაც იმედი მაქვს იმის, რომ ის სივრცე, რაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოლაპარაკებისთვის და კონსესუსის მიღწევისთვის ოპოზიციის მიერ სწორად იქნება გამოყენებული; თუნდაც მათი ნაწილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში. სხვა მხრივ, ეს არ იქნება ოპტიმალური ფუნქციონირება ასეთი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტისა“,-აცხადებს სერგეენკო.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია კატეგორიული იქნება და არ შევა პარლამენტში, რამდენად შეძლებს 4 წლის განმავლობაში პარლამენტი ფუნქციონირებას ერთი პარტიით, სერგეენკო აცხადებს, რომ არ არის იმის ფუფუნება თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ამის გამო საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტოს.

„ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ნორმალური ფუნქციონირება. არ იქნება პარლამენტის სრული სიმძლავრის გამოყენება იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი არის პირველი მნიშვნელობის ინსტიტუცია. მეორეს მხრივ, ჩვენ იმდენი გამოწვევები გვაქვს სახეზე, რომც გაქრეს კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკური ვარდნა გლობალური და მათ შორის ჩვენი ქვეყნის დამანგრეველი იქნება, თუ მთავრობამ არ გააგრძელა ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, იმის ფუფუნება რომ დისკომფორტის გამო, რადგან ოპოზიცია არ შემოვა, შევწყვიტოთ ფუნქციონირება, ამის საშუალება არ გვექნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა