ხატია დეკანოიძე - თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს

თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს, ზუსტად, ნიკა გვარამიას ოჯახის, მისი მეუღლის და მცირეწლოვანი შვილების მიმართ და ამას რეჟიმი არც ფარავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, რეჟიმი მართლმსაჯულების ყველა რგოლს იყენებს იმისთვის, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილს გზაზე გადაეღობება, უთვალთვალოს.

„დღეს, თეა წულუკიანის განცხადებამ, წულუკიანის, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, როგორც რეჟიმის გამორჩეული მსახური, გამორჩეულად სიძულვილის ენის გამავრცელებელი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულ ქვეყანაში უკანონოდ უთვალთვალებს, კონსტიტუციის დარღვევით და ყოველგვარი საერთაშორისო კონვენციების დარღვევით, მის პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიამენეჯერებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად და ძალიან აქტიურად ილაშქრებს რეჟიმის წინააღმდეგ.

დიახ, თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს, ზუსტად, ნიკა გვარამიას ოჯახის, მისი მეუღლის და მცირეწლოვანი შვილების მიმართ და ამას რეჟიმი არც ფარავს და უტიფრად იმეორებს, რომ ყველას უთვალთვალებს“, - აღნიშნა მან.

ამასთან დეკანოიძის თქმით, დღეს საქართველოში არის რეჟიმი, როცა ადამიანებს უფლებების, საკუთრების, არჩევანის დაცვა არ შეუძლიათ.

„იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა, ჩამოშლილი ბიზნესი, შიმშილი პირდაპირი მნიშვნელობით და პანდემიასთან დაკავშირებული უმძიმესი პრობლემები მოაგვაროს, რეჟიმი მართლმსაჯულების ყველა რგოლს იყენებს იმისთვის, რომ ვინც გზაზე გადაეღობება ბიძინა ივანიშვილს, ვინც იბრძვის თავისუფლებისკენ, ზუსტად მას უთვალთვალოს და ყოველგვარი კანონმდებლობის ჩარჩოს გარეშე დაარღვიოს ადამიანის უფლებები. როცა მე ვსაუბრობ რეჟიმზე, დიახ, დღეს საქართველოში არის რეჟიმი, არის რეჟიმი, როცა ჩვენ ჩვენი უფლებების, საკუთრების, ჩვენი არჩევანის დაცვა არ შეგვიძლია არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში, როცა ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს და ისევე, როგორც ნიკა გვარამიას ოჯახს, რეჟიმი უთვალთვალებს და მიყურადებას აწარმოებს ყველა ადამიანის მიმართ, ღიად და აქტიურად იბრძვის მის წინააღმდეგ, ამიტომ პირველ რიგში, ჩემი სოლიდარობა ნიკას, მის ოჯახს, მის მეუღლეს, მის მცირეწლოვან შვილებს, რომლებიც არიან ზუსტად ამ რეჟიმის სამიზნე, ყოველგვარი საერთაშორისო კონვენციების დარღვევით.

ჩემი სოლიდარობა და ჩვენი სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის იდეისთვის, რომელიც ებრძვის რეჟიმს, იბრძვის თავისუფლებისთვის, ყველას, დაწყებული პოლიტიკური ოპოზიციიდან, მედია მენეჯერებიდან, აქტივისტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელთაც ახლა უკვე ღიად უთვალთვალებს რეჟიმი, და ჩემი სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, რომელზეც ნიკას მსგავსად ნამდვილად არ მოქმედებს არც თვალთვალი, არც მიყურადება, არც შანტაჟი და დიახ, რომელიც ნიკას მსგავსად იბრძვის ზუსტად თავისუფლებისთვის რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენ ამ რეჟიმს აუცილებლად დავამარცხებთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო