ნათია ლოლაძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდნენ

საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეს საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე შეხვდნენ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის წარმომადგენლებს და მათ პერსონალური დამცავი საშუალებები გადასცეს, კერძოდ: პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები.

„პროექტის ფარგლებში გრძელდება 11 სახელმწიფო ინსტიტუციის და სათემო სახლის აღჭურვა პერსონალური დამცავი საშუალებებით. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოება სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს და პერსონალურ დამცავ საშუალებებს გადასცემს 60 წელს გადაცილებულ 5500-ზე მეტ სოციალურად დაუცველ მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულებს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნულია საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს