დონალდ ტრამპი - პირველი ვაქცინა გაკეთდა, ვულოცავ აშშ-ს, ვულოცავ მსოფლიოს!

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. „პირველი ვაქცინა გაკეთდა. ვულოცავ აშშ-ს! ვულოცავ მსოფლიოს!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მედიის ინფორმაციით, Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს გაუკეთდა.

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა.

კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო