მამუკა ხაზარაძე ელჩებზე - ნათლად ვუთხარით, რომ ფასილიტაციის მდგომარეობიდან უნდა გადავიდნენ საარბიტრაჟო მდგომარეობაში

ამ ძალიან მყიფე პროცესის დროს, ნებისმიერი თავდასხმა ელჩებზე და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, მიუღებელია, ეს იწვევს საკმაოდ სერიოზულ დაბნეულობას და „ქართული ოცნების“ სიხარულს, იმ წუთასვე მზად აქვთ განცხადებები, ანტიდასავლური ძალებიო, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, იმის ფონზე, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდებიან, ელჩებმა ფასილიტატორების როლიდან საარბიტრაჟო მდგომარეობაში უნდა გადაინაცვლონ.

ხაზარაძის თქმითვე, ის დღეს ელჩებს მარტო არ შეხვედრია.

„დღეს გახლდით შეხვედრაზე, მარტო არ ვყოფილვარ, ვიყავი დავით უსუფაშვილთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისი და მარტო ჩვენ არ ვხვდებით ელჩებს, მხედველობაში მაქვს „ლელო“. თქვენ იცით, რომ სხვადასხვა დროს, პირდაპირი შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან საელჩოებს და კონკრეტულად ელჩებს, ევროკავშირის და ამერიკის ელჩს ჰქონდა და ალბათ, მომავალშიც გამართავენ.

ჩვენ ვისაუბრეთ შექმნილ სიტუაციაზე, დავაფიქსირეთ „ლელოს“ პოზიცია და ვისაუბრეთ იმ დარჩენილ ძალიან მცირე დროზე, რომელიც დარჩენილია მოლაპარაკების დასახურად, ან არ დასახურად. ოპოზიციის განწყობაა, იქნას ნანახი სამართლიანი შეხების წერტილი და ამავე დროს, არ მივცეთ ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ ერთი მცირეოდენი მიზეზი მაინც, თქვას, ოპოზიციამ ჩაშალა ეს მოლაპარაკებებიო. ეს ასე არ იქნება, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების გასაგრძელებლად და მყარად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც გვქონდა წინა რაუნდების დროს“ ,- აღნიშნა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლების ქედმაღლური განცხადებებს, რომლის თანახმადაც ოპოზიციას შანსი არ აქვს, მაინც შევა პარლამენტში, უპასუხებს, რომ ოპოზიცია პოზიციას არ შეიცვლის, თუკი არაფერი შეიცვალა.

„მოდით, ჯერ სიტუაცია შევაფასოთ. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ამ მოვლენებს უყურებს, როგორც არასასურველს, როგორც პოლიტიკურ ჩიხს, 30 წლის განმავლობაში მსგავსი სიტუაცია არ გვქონია საპარლამენტო ცხოვრებაში, პრაქტიკულად, „ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან ქედმაღლურად, თითქოს, არაფერი ხდება, მოიხსენიებენ იმ სიტუაციას და აკეთებენ შეფასებას, თითქოს, რომ არაფერი მოხდა, რომ ვთქვათ, ერთპარტიული პარლამენტი მერე რა მოხდა, შეიძლება ესეც არსებობდეს ბუნებაშიო. ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, თუ არ ვცდები, ბატონმა სერგეენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში, სხვა მე უბრალოდ არ მომისმენია, გულისტკივილი, თუ გულდაწყვეტა გამოხატა, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა... ბატონი კობახიძისგან ისეთი შეურაცხმყოფელი და მუქარის გზავნილები მოვისმინეთ, რომელმაც ჩაშალა ე.წ. ბოლო თუ ბოლოს წინა მეხუთე რაუნდი და ამის გამო ვერ შედგა ეს მოლაპარაკება, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ეს განცხადებები ჩვენ კი არაფერს გვაკლებს, თითოეულ ოპოზიციონერ წარმომადგენელს, ან ოპოზიციურ პარტიას, ქვეყანას ავნებს. თუ ეს არის უბრალოდ პოზა და ჩვენება, რომ რა მაგრები არიან, კარგი არჩევნები ჩაატარეს, თქვენ სხვა შანსი არ გაქვთ, მაინც შემოხვალთ პარლამენტშიო, მინდა ძალიან ნათლად ვუთხრა „ოცნების წარმომადგენლებს და იგივე დავაფიქსირეთ ელჩებთან შეხვედრაზე, „ლელოს პოზიციაზე მაქვს საუბარი და სხვა ოპოზიციური პარტიებიც ამ ერთობას იზიარებენ, რომ თუ არაფერი შეიცვალა, პოზიცია არ შეიცვლება ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს გაწეული მძიმე შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს, რომ შუამავლების გარეშე ვისაუბროთ და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები ასე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმედია, ეს დროც მალე დადგება, როცა სხვა სტანდარტი იქნება ქართულ პოლიტიკაში. ნებისმიერი თავდასხმა ამ ძალიან მყიფე პროცესის დროს ელჩებზე და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, მიუღებელია, ეს იწვევს საკმაოდ სერიოზულ დაბნეულობას და „ქართული ოცნების“ სიხარულს, იმ წუთასვე მზად აქვთ განცხადებები, ანტიდასავლური ძალებიო და ა.შ. ამ თემების გაჟღერება და ამ პოზიციის დაკავება უადგილოა დღეს.

ჩვენ პოზიციას რაც შეეხება, ჩვენ მათ ნათლად ვუთხარით, ფასილიტაციის მდგომარეობიდან ისინი უნდა გადავიდნენ საარბიტრაჟო მდგომარეობაში. ორი მხარე, რომელიც არაფერს თმობს და ეს გაუთავებლად იწელება, დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი, როცა ამხელა ორი ინსტიტუციის და ქვეყნების ელჩები არიან ჩართულები, მათ უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო