სალომე სამადაშვილი - ქეთევან წამებულის მოწამეობრივ აღსრულებასა და პარლამენტში მანდატების აღებასთან დაკავშირებით სხვა ადამიანმა გააკეთა შედარება და გერმანიის ელჩმა იხუმრა

გერმანიის ელჩმა იხუმრა იმაზე, რაც იყო ნათქვამი. ანუ, ქეთევან წამებულის მოწამეობრივ აღსრულებასა და პარლამენტში მანდატების აღების შედარებასთან დაკავშირებით. სხვა ადამიანმა გააკეთა ეს შედარება და ელჩმა იხუმრა , - ამის შესახებ "პალიტრნიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასაფასებელია ის მცდელობა, რომელსაც ფასილიტატორი ელჩები შეთანხმების მიღწევის მიზნით ეწევიან.

"შეთანხმება უნდა მოხდეს მხარეებს შორის, ჩვენ ნაცვლად ვერავინ მიაღწევს. მე თუ არ ვცდები, გერმანიის ელჩმა იხუმრა, იმასთან დაკავშირებით, რომ შედარება მოხდა, თითქოს, ქეთევან წამებულის წამებასაც ესწრებოდნენ ელჩები და არაფერი უთქვამთო. მან იხუმრა იმაზე რაც იყო ნათქვამი. ქეთევან წამებულის მოწამეობრივ აღსრულებასთან და პარლამენტში მანდატების აღებასთან დაკავშირებით, სხვა ადამიანმა გააკეთა ეს შედარება და ელჩმა იხუმრა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო დროული ხუმრობა, რომ ჩვენ ასეთ დაძაბულ ვითარებაში არ გვაქვს ხუმრობის დრო, დავუბრუნდეთ რეალურ პრობლემებს, რომელიც სერიოზულია", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა​ "იმედის კვირასთან'' ინტერვიუში ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც ელჩმა აღნიშნა, "მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის".

„ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა. მინდა მედიასაც ვთხოვო: ყველაფერი, რასაც იტყვიან, იქნებ არ გადავაქციოთ დიდ მოვლენად, რომელზეც დღეების განმავლობაში იქნება საუბარი“, – განაცხადა ელჩმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს