სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება რამდენიმე რაიონს შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით რამდენიმე რაიონს შეეზღუდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელასიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ნაძალადევის რაიონში შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის, ჩოხატაურის, ჩხიკვაძის და ხიმშიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმერეთის, ზემო ბენდელიანის, ჭიჭიკო ბენდელიანის, სვირის, ჯავის, ლისაშვილის, კურსების, დომენტი ჟღენტის, ლაითურის, მაჩხაანის, სამსონ ფირცხალავას, ზეკარის, სანავარდოს, თოდრიას, მირზაანის, ავიაქიმიის, გეგუთის, სამღერეთის, ასურეთის, წერონისის, ლუბოვსკის, კიშინიოვის, ბუგეულის, ახტალის და დარკვეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე მთაწმინდის რაიონში შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის და შინდისის მოსახლეობას, ასევე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ვაკის რაიონში

შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მუხაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას, ასევე, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კრწანისის რაიონში შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე საბურთალოს რაიონში შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ტირიფების ქუჩის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (აღმაშენებლის ქუჩის) მოსახლეობას, ასევე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე დიდუბის რაიონში შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფოთის, ქუთაისის და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ისნის რაიონში შეზღუდვა შეეხება: ჰოსპიტლის შესახვევის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნავთლუღის და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა