სალომე სამადაშვილი - გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ

ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას.

როგორც ის აცხადებს, პარტიისთვის კარგი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძის წასვლა სამომავლო სატრატეგიის მიმართულებით აზრიან მსჯელობას შეუწყობს ხელს.

„ცხადია, ნებისმიერ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო აზრიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება”,- წერს სამადაშვილი „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო