გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი მიზანია ვაქცინა შობამდე დამტკიცდეს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი „ევროპის წამლის სააგენტოს“ მოუწოდებს, ამერიკული კომპანია Pfizer-სა და გერმანული BioNTech -ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შობამდე დაამტკიცოს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენი მიზანია ვაქცინა შობამდე დამტკიცდეს, რაც ვაქცინაციის დაწყებას მიმდინარე წლიდანვე შესაძლებელს გახდის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება „ევროპის წამლის სააგენტომ“ უნდა მიიღოს,“- განაცხადა იენს შპანმა.

CNN-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გერმანული კომპანიის თანამონაწილეობით შექმნილ ვაქცინას სხვა ქვეყნებმა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია უკვე მიანიჭეს, რაც, ევროკავშირში ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„გერმანიის საავადმყოფოების ასოციაციამ“ განცხადება გავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპის წამლის სააგენტომ“ ამ დრომდე ვერ მოახერხა ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება, „ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ“ კი გაცილებით მცირე დროში დაამტკიცა ვაქცინა.

„თუკი პროცესი კიდევ გაჭიანურდება, გერმანიის მთავრობამ ვაქცინისთვის ავტორიზაციის ეროვნულ დონეზე მინიჭების საჭიროების საკითხი უნდა განიხილოს,“- აცხადებენ „გერმანიის საავადმყოფოების ასოციაციაში“.

ცნობისათვის, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსტიტეტის“ მონაცემების თანახმად, გერმანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 1.35 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 22 000-ს აჭარბებს.

იხილეთ ვიდეო:გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი მიზანია ვაქცინა შობამდე დამტკიცდეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა