ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.9 მლნ აშშ დოლარი (562.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.5%-ით (18.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (72.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ნოემბრის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო