ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ISFED-თან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყება განიხილება, ის ამერიკული ჩართულობით უნდა განხორციელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ISFED-თან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყება განიხილება, ის ამერიკული ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

ამასთან კობახიძე მიიჩნევს, რომ მომხდართან დაკავშირებით აქცენტის გადატანა პროგრამისტის შეცდომაზე არასწორია, რადგან ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით შეეძლოთ გადაემოწმებინათ მონაცემები. კობახიძე კომპეტენციისა და მანიპულაციის მიმართულებით გარკვეულ ეჭვებზე საუბრობს.

„ცოტა დელიკატური საკითხია, რადგან საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ორი ათეული წელია მუშაობს საქართველოში და აქამდე არ დაფიქსირებულა რაიმე ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი PVT-ში, იმ 8 პროცენტთან დაკავშირებითაც, შესაბამისად, ამას სჭირდება ჩაღრმავება. რაც შეეხება გამოძიებას, თუ საუბარია სისხლისსამართლებრივ გამოძიებაზე, ეს არის დელიკატური საკითხი, თუ ასეთი რამ განიხილება, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული ჩართულობით შეიძლება ასეთი გამოძიება წარიმართოს, სხვაგვარად არ ივარგებს, რადგან საქმე ეხება ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტს.

ჩვენი ვარაუდი ყოველდღიურად მძაფრდება ამ 8 პროცენტთან დაკავშირებით. რეალურად არავითარი პრობლემური უბნების 8 პროცენტი არ არსებობს, სადაც ISFED-ის პირველადი მტკიცებით ფიქსირდება სიჭარბე ბიულეტინების, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ანუ PVT იყო რეალურად ყალბი, დავარქვათ ყალბი, შეცდომა თუ როგორც არის და ეს 8 პროცენტიც იყო ტყუილი. პირველი უკვე საჯაროდ დაადასტურა ISFED-მა და დარწმუნებული ვარ, მოუწევთ მეორე ტყუილის დადასტურებაც, რაც არის ძალიან მძიმე, რადგან ამ ერთ და მეორე ტყუილზე ააგო რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი რევოლუციური სცენარი. ეს არის უმძიმესი ფაქტი.

აქცენტების გადატანა არის არასწორი, რაც შეეხება ჩვენს არითმეტიკას, ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა არითმეტიკული ანგარიშის საფუძველზე. ზუსტად იგივე შეეძლო გაეკეთებინა ISFED-ის ნებისმიერ ხელმძღვანელ პირს. როცა პასუხისმგებელი ხარ და აბრალებ პროგრამისტს თუ „აიტიშნიკს“ ამ შეცდომის დაშვებას ეს არასწორია, რადგან როცა ხარ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შენი ვალია ელემენტარული არითმეტიკული გადაანგარიშებით გადაამოწმო თუ რამდენად იყო იქ შეცდომა გაპარული. ამას როცა არ აკეთებ, ჩნდება ეჭვები ორი სხვადასხვა მიმართულებით, ან კომპეტენციის პრობლემაა, ან მანიპულაციის,“- აცხადებს კობახიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა