ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მზად არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მზად არის.

როგორც კობახიძე განმარტავს, იმ პოლიტიკოსებთან, რომელთაც დასაკარგი არაფერი აქვთ და წაგებულები არიან, მოლაპარაკება რთულია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის ასეთები მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია არიან.

„ჩვენ მზაობა არაერთხელ გამოვხატეთ, დღესაც შეგვიძლია დავაფიქსიროთ ეს მზაობა, მზადყოფნა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს, მზად ვართ პირველ რიგში, გავიაროთ კონსულტაციები ჩვენს მეგობარ ელჩებთან და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ მოლაპარაკებებზე, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა იქნება ამ პროცესის. არის რამდენიმე პარტია, რომელსაც აქვს თავისი ხისტი, რადიკალური პოზიცია გამომდინარე იქიდან, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ, ასეთები არიან, სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ვისაც დასაკარგი უბრალოდ არაფერი აქვს, შესაბამისად, მათთან მოლაპარაკება რთულია, ანუ რაზე უნდა მოელაპარაკო, ეს არის გაუგებარი, ისედაც წაგებული არიან და ასედაც, მაგრამ იქ არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც წაგებული არ აქვთ ყველაფერი, რომელთა ინტერესშიც არის, რომ მოლაპარაკებები შედგეს და დასრულდეს წარმატებით. აქედან გამომდინარე, აზრი რა თქმა უნდა, ასეთ მოლაპარაკებებს აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა მსჯელობა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის განახლებაზე, კობახიძე პასუხობს, რომ ეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს საქმეა.

„ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების საქმე, ჩვენ ამაში ბუნებრივია, ვერ ჩავერევით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავარღვევთ კონსტიტუციას და კანონმდებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან დათმოს, კობახიძე პასუხობს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოზიციები პრაქტიკულად შეჯერებული იყო.

„ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი საარჩევნო სისტემის და ადმინისტრირების საკითხებს უკაშირდებოდა, პრაქტიკულად პოზიციები შეჯერებული იყო ვიდრე, არ შეეცდებოდა მაგიდის აყირავებას ბოკერია და ვიდრე არ შემოიტანდა გაუგებარ ულტიმატუმებს. პრაქტიკულად, ამასთან შეჯერებული პოზიციები იყო. ამაზე უნდა გაგრძელდეს დისკუსია და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად კონსტრუქციული დისკუსიისთვის, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საერთო კონსენსუსით უფრო მეტად წაადგება ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებას, ეს არის ჩვენი პათოსი და იმედი გვაქვს, ასეთი პათოსით და სულისკვეთებით იმოქმედებენ შესაბამისი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები“, - აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ოპოზიცია პარლამენტში შევა და ამის შემდეგ შექმნიან საგამოძიებო კომისიას“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო