რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი გახდა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით მოადგილე კი - ეკა სეფაშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა პირველი მოადგილის პოსტზე დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა, რომელიც პარლამენტში მოსვლამდე, შიდა ქართლის გუბერნატორი იყო.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა კი, ფრაქცია “ქართული ოცნების“ კვოტით, ეკა სეფაშვილმა დაიკავა.

როგორც კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე სოზარ სუბარმა განაცხადა, კომიტეტის პრიორიტეტი თვითმმართველობის განმტკიცება და რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება იქნება.

სხვა კომიტეტების მსგავსად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტშიც ვაკანტურად რჩება თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობა, სადაც კანდიდატურა ოპოზიციამ უნდა წარადგინოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა