ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საგადასახადო შეღავათები ეკონომიკისთვის ცუდია

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საგადასახადო შეღავათები ეკონომიკისთვის ცუდია. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მთავრობა ბიზნესს მაქსიმალურად დაუდგა გვერდით, თუმცა არ ემხრობა ცალკეული სექტორების მიხედვით საგადასახადო შეღავათებს. მისივე თქმით, წარსულში დაწესებული შეღავათები ერთიანად ვერ გაუქმდება, თუმცა უნდა მოხდეს შეფასება თუ სადაა საგადასახადო შეღავათის მოხსნის რესურსი.

„ჩვენ ძალიან ღრმა ანალიზი გავაკეთეთ ზოგადად საგადასახადო შეღავათების შესახებ და ყველა ეკონომისტი თანხმდება, რომ შეღავათები არაა სწორი და ეფექტური მექანიზმი ეკონომიკის ან ბიზნესის წასახალისებლად. ესაა კონკრეტული სექტორის წახალისება სხვა სექტორების ხარჯზე. ეკონომიკაში მნიშვნელოვანია, რომ გადასახადები თანაბრად იყოს გადანაწილებული სხვადასხვა სექტორსა და პროდუქტზე, რათა ნაკლებად მოხდეს ე.წ. გამრუდება. მომხმარებლის ქცევის ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს საგადასახადო პოლიტიკამ. შესაბამისად, ზოგადად ვართ ძალიან კონსერვატორები შეღავათებზე. იდეალური შემთხვევა იქნებოდა, რომ მაქსიმალურად თანაბრად ხდებოდეს ყველა სექტორის დაბეგვრა, მინიმალური იყოს ჩრდილოვანი სექტორი და მერე ზოგადად შეიძლება ვისაუბროთ გადასახადის დონესა და მის დაწევაზე.

დაბალი გადასახადები ცუდი ფენომენი არაა, მაგრამ სხვადასხვა სექტორების სხვადასხვა წესით დაბეგვრა ძალიან ცუდია, არა მარტო ფისკალურად, არამედ ზოგადად ეს ეკონომიკის ზრდის პოტენციალს აფერხებს და არასწორი ქცევისკენ უბიძგებს მომხმარებლებს. შესაბამისად, ჩვენ არ ვემხრობით სექტორების მიხედვით ცალკეულ შეღავათებს. არის წარსულის მემკვიდრეობა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის შეღავათები დაწესდა, დღეს ერთი ხელის მოსმით ამ შეღავათების გაუქმება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ ახალი შეღავათები მაინც არ დავაწესოთ, ძველ შეღავათებს მივუბრუნდეთ და ვნახოთ სადაა რესურსი, რომ მოიხსნას და მაქსიმალურად გათანაბრდეს საგადასახადო ტვირთი ყველა სექტორისთვის“,-აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო