პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საკადრო საკითხები განიხილეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საკადრო საკითხები განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის წევრებს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძის კანდიდატურა წარუდგინა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით კი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარედგინა.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირეს მხარი და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს კომიტეტის დებულების დამტკიცებას.

კომიტეტის წევრებს ახალი მოწვევის პარლამენტში შეკრება კომიტეტის თავმჯდომარემ მიულოცა და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც კომიტეტის პრიორიტეტებს წარმოადგენს.

„მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას იმ ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაში, რომელსაც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას დავპირდით. ამ დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას და კომიტეტის საქმიანობა სწორედ ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა