გიგა ბოკერია აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე - ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება, ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აფრიკის დასახლებაში დღეს მიმდინარე მოვლენებს ცინიზმი, სიცრუე და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება უწოდა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი „ივანიშვილის რეჟიმის“ სამარკო ნიშნებია.

ამასთანავე ბოკერიას განცხადებით, არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად ხელისუფლებამ ამ ადამიანებთან კონტრაქტი დადო, რომ ეს მიწა მათ ეკუთვნოდათ.

„ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის შედეგი და გაგრძელება ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო პოლიტიკის, როცა არ არსებობს კანონის უზენაესობა, როცა არჩევნებისთვის გაცემული დაპირებები, ნიშნავს გადაგდებას და თან წახალისებას ადამიანების, რომ ასე მოიქცნენ, როცა ამდენი წელი ეს ხალხი აშენებდა, უბრალოდ, აქამდე კი არ გაარკვიეს ეს ვითარება, არამედ დღევანდელ ძალადობამდე მიიყვანეს და როცა კერძო საკუთრების მაგივრად, მთავრობას აქვს ხელში ამხელა ქონება და მერე მანიპულირებს ამითი და ადამიანების ბედით. ვიმეორებ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და არის მტკიცებულებები, რომ ამ ხალხს პირდაპირ დაპირდნენ, კონტრაქტი დაუდეს, რომ თქვენია ეს მიწაო, რომ მათი მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ეს ყველაფერი, ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება ყველა ეტაპზე, არის ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო. იქ სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება იყო. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა.

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერია აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა