კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული, იყო მშენებარე  და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფრიკის დასახლებაში დემონტაჟს დაქვემდებარებულ შენობებში ადამიანები არ ცხოვრობდნენ.

კახა კალაძის თქმით, ცილისმწამებლურია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ დედაქალაქის მერიამ ადამიანები საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო და დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა არ იყო დასრულებული, იყო მშენებარე ნაგებობები და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ.

სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ მსგავსი ქმედება განხორციელდება უნდა აღიკვეთოს.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ. თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 7 მილიონი ლარია და ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ოჯახებს ვეხმარებით.

ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ 2021 წელს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი 350 მილიონი ლარი იქნება, კარგად გვესმის არსებული სოციალური ფონი და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არცერთი ადამიანი პრობლემების წინაშე არ დავტოვოთ, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა იყოს უზენაესი“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა