კელი დეგნანი - ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა, ფაქტი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს

ფაქტი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია, რომ საქართველოს დაეხმაროს.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იპოვონ ძალა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს.

„თუ საქართველოში ყველა პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას დახმარება გაუწიოს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. პარტიებს შორის დიდი განსხვავებებია, მაგრამ ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ვიცი, რომ ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. ყველას აქვს მოსაზრების უფლება, მაგრამ არსებობს ფაქტებიც. ფაქტი კი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს“, - განაცხადა დეგნანმა.

ის ასევე გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას, მიმაჩნია, რომ ის ძალიან მაღალი დონის დიპლომატი და პოლიტიკოსია და საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პოლიტიკოსები ჰყავს“, - განაცხადა დეგნანმა, რომლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს