ეკა ბესელია - შეიძლება, უცებ ისე შეიცვალოს ვითარება და პოლიტიკური სურათი, რომ არჩევნები იყოს გაზაფხულზეც - არ მგონია, რომ ეს შემოდგომაზე გვიან მოხდეს

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, შესაძლოა ხელახალი არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე ჩაინიშნოს.

როგორც ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „იმ გამოფიტული პოლიტიკური ენერგიის გამო, რომელიც ახლა აქვს მმართველ პარტიას, შეიძლება, არჩევნები იყოს გაზაფხულზეც“.

„მე მგონია, რომ შემოდგომამდეც შეიძლება დაინიშნოს არჩევნები. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი გამოცდილება რასაც მკარნახობს, ასეთი შეცდომების, მართვის არასწორი სტილის და გამოფიტული პოლიტიკური ენერგიის გამო, რომელიც ახლა აქვს მმართველ პარტიას, შეიძლება უცებ ისე შეიცვალოს ვითარება, ისე სწრაფად მოხდეს პოლიტიკური სურათის შეცვლა, რომ ეს არჩევნები იყოს გაზაფხულზეც. ყოველ შემთხვევაში, მე არ მგონია, რომ შემოდგომაზე გვიან მოხდეს ეს. ერთი მხრივ, პოლიტიკური კრიზისი და მეორე მხრივ, სამართლებრივად ნაკლული პარლამენტი, რომელიც არ იქნება კონსტიტუციურად უფლებამოსილი, გააგრძელოს მუშაობა. თუ 100 დეპუტატიც არ ეყოლება მას, უფლებამოსილების ცნობისთვის რა ქვორუმიც ჰქონდა, ის ქვორუმი თუ არ აქვს, სამართლის ლოგიკით ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის შემდგარი პარლამენტი და ასე გაგრძელება იმაზე უარესია, ვიდრე კომუნისტური პარტიის დროს იყო. იმათ სრული რაოდენობის დეპუტატები მაინც ჰყავდათ. ერთი პარტია იყო, მაგრამ სრულად. აქ სრულადაც არ იქნება პარლამენტი ანუ გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლება მთელ რიგ საკითხებზე, რომლებსაც სჭირდება ორი მესამედის ქვორუმი, აღარ ვლაპარაკობ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, უბრალოდ ვერ მიიღონ“, - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, პარტია „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო ბლოკში გაწევრიანდეს.

„მარტო გავედით ამ არჩევნებზე და უფულოდ მივიღეთ მონაწილეობა, ისე ჩავატარეთ ეს არჩევნები, საერთოდ არანაირი ფინანსური რესურსი არ გვქონდა კამპანიის ჩატარების. ის ხმებიც მოგვპარეს, რაც მივიღეთ. ჩვენ ალბათ გადავხედავთ სტრატეგიას და არჩევნების დანიშვნის დროისთვის, პარტია „სამართლიანობისთვის“ მიიღებს გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად გავალთ თუ ბლოკში ვიქნებით. ეს არის თემა, რომელზეც ვფიქრობთ“, - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა