ფიქრია ჩიხრაძე - არჩევნები დამთავრდა და ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა

სამგორის რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი „ლელოდან“ ფიქრია ჩიხრაძე სამგორში, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნები დამთავრდა და ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა.

ჩიხრაძე კახა კალაძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს „ანტიჰუმანური ბრძანების აღსრულება“.

“სამგორის რაიონის ქიზიყის ქუჩაზე დღეს არსებული ვითარება სცდება რაიმე სახის ადმინისტრაციულ თუ სამართლებრივ რეაგირებას. ზამთრის ცივ დღეებში, მძვინვარე პანდემიის პირობებში ადამიანების გამოყრა საცხოვრებელი სახლებიდან და ამ სახლების მიწასთან გასწორება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა და ანტიჰუმანური აქტი. არჩევნები დამთავრდა და ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა. ღია ცის ქვეშ ტოვებენ უმწეო ადამიანებს - ბავშვებს, მოხუცებს, ორსულ ქალებს.

მოვუწოდებთ კახა კალაძეს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ ანტიჰუმანური ბრძანების აღსრულება. სამგორის რაიონში ბევრია დაუკანონებელი სახლი თუ თავშესაფარი და ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება და არა ადამიანებზე გადავლა და მათი საცხოვრებლის მიწასთან გასწორება“ , - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის მომხადარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო