"თბილისი ენერჯი" - წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

როგორც კომპანია აღნიშნავს, წერეთლის გამზირის #55-ში, პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ობიექტში, რეზინის მილი ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა.

"თბილისი ენერჯი" მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და ყურადღება.

"დაუდევრობა თუ უყურადღებობა? ნებისმიერ შემთხვევაში დედაქალაქში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ობიექტში, "თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტებს ასეთი სურათი დახვდათ – რეზინის მილი, რომელიც არცერთ დანადგარზე არ იყო დაერთებული ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. სასწრაფოდ გადაიკეტა გაზის ონკანები და ფართი განიავდა. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ფართში, ობიექტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ გაზის სუნის შესახებ ეს ადამიანები წინა დღეს მეზობელმაც გააფრთხილა. თუმცა "თბილისი ენერჯის" ცხელ ხაზზე შეტყობინება მხოლოდ დღეს შემოვიდა. კომპანია „თბილისი ენერჯი" კიდევ ერთხელ გთხოვთ – გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა და იყავით ყურადღებით. თქვენს ქმედებაზე ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. უარი თქვით კუსტარულ გაზგაყვანილობაზე, მკვლელ, ღია წვის კამერიან დანადგარებზე და არ დატოვოთ დანადგარები უყურადღებოდ" ,- ნათქვამია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა