საფრანგეთში ე.წ.კომენდანტის საათი დაწესდა

საფრანგეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საყოველთაო „ლოქდაუნი“ ე.წ. ღამის კომენდანტის საათმა ჩაანაცვლა.

BBC-ის ინფორმაციით, მოქალაქეებს 20:00-დან 06:00 საათამდე სპეციალური ნებართვის გარეშე გარეთ გასვლის ნებართვა არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა შობის ღამეს მოიხსნება, თუმცა ახალი წლის ღამეს ძალაში დარჩება. ამასთან, საფრანგეთში პანდემიის გამო დახურული ბარები და რესტორნები 20 იანვრამდე არ გაიხსნება.

ცნობისათვის, საფრანგეთში სამშაბათს კორონავირუსის 11 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 391 447-მდე გაიზარდა, ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 790 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 59 072-ს მიაღწია.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთში ე.წ. ღამის კომენდანტის საათი დაწესდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა