დავით ჭიჭინაძე - დარბეული ადამიანების მიწების ღირებულება ახლოს ვერ მივა იმ საახალწლო განათება-კონცერტებთან, რასაც „ოცნება“ აწყობს და არავინ იცის ვისთვის!

„დარბეული ადამიანების მიწების ღირებულება ახლოს ვერ მივა იმ საახალწლო განათება- კონცერტებთან, რასაც „ოცნება“ აწყობს და არავინ იცის ვისთვის! ახლოს ვერ მივა თითო ლარად დარიგებულ იმ ათეულობით ათას ჰექტართან, რომელიც პრივილეგირებული კასტას გადასცეს“, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აფრიკის დასახლებაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ „ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, იმისთვის, რომ მათ მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ამიტომ ჩვეულებრივ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.

„შესაბამისად სახეზეა ქვეყნის მართვის ფაშისტური მოდელი: ყოველდღე მკაცრდება სადამსჯელო ოპერაციები ხალხის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მეგობრებისთვის ყველაფერი „მოსულა“, - -აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია