ჯანმო-ს ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის საკითხის შესასწავლად უხანში ჩავლენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო მისია ჩინეთის ქალაქ უხანში ჩასვლას და კორონავირუსის წარმოშობის საკითხის შესწავლას მომავალ თვეში გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანმო-ს 10-კაციანი გუნდი ჩინელ მეცნიერებთან ერთად შეეცდება დაადგინოს, როგორ გადავიდა კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანში და წარმოიშვა თუ არა ის ნამდვილად იქ, სადაც აქამდე ფიქრობდნენ.

გავრცელებული ინფორამციით, მეცნიერები უხანში 4-5 კვირის განმავლობაში იმუშავებენ. მეცნიერების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოვიდ 19 პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და მისი წარმოშობა ცხოველების ბაზარს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო: ჯანმო-ს ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის საკითხის შესასწავლად ვუჰანში ჩავლენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა