კახაბერ საბანაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ონლაინშეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები განიხილეს.

“შეხვედრაზე კახაბერ საბანაძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საზღვრის მართვის, ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ონლაინშეხვედრაზე ხაზი გაესვა უვიზო რეჟიმის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. დამატებით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მზაობა, შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი - ლუკ დევინი; ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი კარ ჰერცელი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები. ქართული მხრიდან შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - ვახტანგ მახარობლიშვილმა. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა