გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, შეურაცხყოფას პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს აყენებს

„ქართული ოცნების" დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, შეურაცხყოფას პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს აყენებს.

„რა თქმა უნდა, დეპუტატი თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებაში, მაგრამ მან დეპუტატის ფუნქცია უნდა შეასრულოს. ვერ დაასახელებთ სახელმწიფოს, სადაც შეიძლება პარლამენტის წევრი ასე მოიქცეს - არჩევნებში მინაწილეობა მიიღოს, ხალხმა კონკრეტული ფუნქციის შესრულება დაუკვეთოს, მაგრამ მან ამ ფუნქციის შესრულებაზე უარი თქვას", - განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის აზრით, პარლამენტი საპარლამენტო საქმიანობაში წარმატებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშეც მიაღწევს, თუმცა დეპუტატი აქვე იმედს გამოთქვამს, რომ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით შეთანხმება შედგება და ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს