ნათია თურნავა - არასასურსათო ვაჭრობის ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა მექნება, მათთან ვისაუბრებთ როგორ უნდა მართონ რიგები, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ეს მონაპოვარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილიზაციის „მოკრძალებული ნიშნებია“. როგორც თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს იმასთან დაკავშირებით, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და როგორ აპირებენ ისინი გახსნის შემთხვევაში რიგების მართვას.

„გვაქვს პირველი მოკრძალებული ნიშნები, სტაბილიზაციის ეტაპია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ პოზიტიურ ნიშნებს, რაც არის პირდაპირი შედეგი წერტილოვანი შეზღუდვების და რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის, რაც უზრუნველვყავით. ამ შეზღუდვები ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა სამედიცინო სექტორი უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოთქვა. ჩვენ მართლაც არ გვეთმობა ეს მონაპოვარი, აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ დღეებში მე მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟოიოტაჟური მოხმარება, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ ჩვენი ერთობლივი შრომით და შეზღუდვების შედეგად“,- განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო: 24 დეკემბრიდან ვაჭრობის სექტორის გახსნასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი განცხადებას აკეთებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო