თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დილის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი

ცალსახად იკვეთება პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება მობილობის შეზღუდვასა და ეპიდემიის ამგვარ მაჩვენებლებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევების სტაბილიზაცია პირდაპირ აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც და დილის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი.

,,დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებიც მიუთითებს იმას, რომ მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია ნამდვილად აღინიშნება. 3487 შემთხვევა იყო დღეს დადასტურებული, 17 000-ზე მეტი ტესტი შესრულდა, თუმცა ეს კვირა იქნება ძალიან მნიშნველოვანი დაკვრივების კუთხით. ცალსახად იკვეთება პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება მობილობის შეზღუდვას და ეპიდემიის ამგვარ მაჩვენებლებს შორის, შემდეგ იქნება შესაფერისი გადაწყვეტილებები მიღებული იმაზე თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური მართვის გეგმა ამ ცვლილებების მიხედვით. რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია საწოლფონდის მობილიზაცია. შემთხვევების სტაბილიზაცია პირდაპირ აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც, დილის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი. განსაკუთრებით აჭარაში შეინიშნება სწრაფი ზრდა თავისუფალი საწოლების რაოდენობის, რაც ასევე მაჩვენებელია გარკვეული სტაბილიზაციის აჭარის რეგიონშიც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო