ამირან გამყრელიძე - შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია სტაბილიზირდება, თუმცა ეს დინამიკა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

შემზღუდველი ღონისძიებების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია სტაბილიზირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შემთხვევათა ოდნავი კლების დინამიკა დამშვიდების და შეზღუდვების შემსუბუქებაზე ფიქრის საფუძველს არ გვაძლევს.

„დღეს გვაქვს 3487 ახალი დადასტურებული შემთხვევა ანუ ეს ბოლო დღეებია ვმერყეობთ 3000-4000 ფარგლებში და დადებითობის კოეფიციენტი ჩამოსულია დაახლოებით 19%-ზე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარებულია 17 943 ტესტი, აქედან, PCR ტესტი 7 466 და ანტიგენი 10 477. ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს თბილისში - 1477, ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა იმერეთი - 533, სერიოზულად იკლო აჭარაში და მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს მატება სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ოდნავი კლების დინამიკა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს იმიტომ, რომ შემთხვევათა რიცხვი სერიოზულია. ინციდენტობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია ქვეყანაში, ამიტომ ეს არ გვაძლევს დამშვიდების და შეზღუდვების შემსუბუქებაზე სერიოზულად ფიქრის საფუძველს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს, საკმაოდ მყიფეა - სახელმწიფოს რესურსები ულევი არ არის და ამიტომ  ხელისუფლება  ცდილობს,  თავი დაიზღვიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას სთავაზობს
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა