კახა კუჭავა - არ მივიჩნევ, რომ მე უნდა ვიგრძნო თავი უხერხულად - ეს კითხვა, ალბათ, ოპოზიციის მიმართ უნდა დაისვას, ისინი გრძნობენ თუ არა თავს უხერხულად

სამწუხაროდ, გვყავს ძალიან უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელსაც მანდატი მიენიჭა, ხალხმა ნდობა გამოუცხადა და ის არ შემოდის პარლამენტში. კითხვა, ალბათ, მათ მიმართ უნდა დაისვას, ისინი გრძნობენ თუ არა თავს უხერხულად,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გადაცემის წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გაირა თუ არა პარლამენტში ერთი პარტიის მუშაობის უხერხულობამ.

მისი განმარტებით, ოპოზიციას ხელიდან ის არგუმენტიც გამოეცალა, რომელზეც მათ შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას აპელირებდნენ და ერთ-ერთი სანდო ორგანიზაციის დასკვნის შედეგად, მათი განცხადებები ტყილი აღმოჩნდა. ამიტომ კუჭავას განცხადებით, ამ ყველაფრის შემდეგ იმის თქმა, რომ პარლამენტში არ შევლენ, უხერხულობას სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა უქმნიდეს.

„ბევჯერ დაუსვამთ ეს კითხვა, რამენად უხერხულად ვგრძნობთ თავს. ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ მე უნდა ვიგრძნო თავი უხერხულად. სამწუხაროდ, გვყავს ძალიან უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელსაც მანდატი მიენიჭა, ხალხმა ნდობა გამოუცხადა და ის არ შემოდის პარლამენტში. კითხვა, ალბათ, მათ მიმართ უნდა დაისვას, ისინი გრძნობენ თუ არა თავს უხერხულად, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი ფაქტი, რომლზეც ისინი აპელირებდნენ და რომელსაც იყენებდნენ არგუმენტად და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა სიმართლე. ყველა უშვებს შეცდომას და აღმოჩნდა, რომ ეს შეცდომა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს მათ ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, მათ შორის, მოლაპარაკებებზე სასაუბროდ, გამოეცალათ ხელიდან და ყოველივე ამის შემდეგ, ასე ჯიუტად იმის თქმით, რომ უბრალოდ არ შევდივარ, უხერხულად ნამდვილად მათ უნდა იგრძნონ თავი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა, რომელიც აუცილებელია, რომ გადაიჭრას საკანონმდებლო ორგანოში და შემდეგ უკვე აღსრულების ნაწილში. ამიტომ, აუცილებელია პარლამენტი შეიკრიბოს, გააგრძელოს მუშაობა და იზრუნოს იმ საკითხების გადაჭრაზე, რომელიც დღის წესრიგშია,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს