ლევან ბეჟაშვილი გამორიცხავს, რომ გრიგოლ ვაშაძის შემდეგ პარტია სხვებმაც დატოვონ

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი გამორიცხავს, რომ გრიგოლ ვაშაძის შემდეგ პარტია სხვა პირებმაც დატოვონ.

მისი თქმით, გარკვეული გადაჯგუფება ბუნებრივია, როცა ოპოზიციური პარტია არ შედის საკანონმდებლო ორგანოში და ეს პროცესი სხვა პარტიებშიც მიდის.

„რაც შეეხება პარტიიდან სხვა წევრების გასვლის საკითხს, ამ შემთხვევაში მე გამოვრიცხავ, პრაქტიკულად, ამას. კი, როცა პარლამენტში არ შედის ოპოზიციური პარტია, გარკვეული გადაჯგუფებები ხდება და ეს სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც მიმდინარეობს, ეს ბუნებრივი პროცესია, ბრძოლაში რჩება ის ადამიანები, რომლებსაც ბრძოლის გამოცდილებაც აქვთ, ნებაც და ნებისყოფაც, ვფიქრობ, რომ ამ პროცესიდან ყველანი გაძლიერებული გამოვალთ, დავრჩებით და ვიქნებით ის ხალხი, ვინც ბრძოლას გააგრძელებს საბოლოო გამარჯვებამდე,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს