კახა კუჭავა - ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შეთანხმებები, რომლებიც თუნდაც აქამდე მიღწეული იყო, შენარჩუნდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ხელთ არსებული ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გამოეცალა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტა, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა არა იმის გამო, რომ ხელისუფლება დათმობაზე მიდიოდა, არამედ იმისთვის, რომ რეალურად გაუმჯობესდეს გარკვეული საკითხები, თუნდაც არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, კახა კუჭავამ ოპოზიციის ორ მთავარ მოთხოვნაზე აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ხელისუფლების მხრიდან არ განიხილებოდა, რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, საქართველოში ისინი არ არსებობენ და ეს ფიზიკურად არ შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი.

„ქართულმა ოცნებამ“, ალბათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ძალიან კარგად დაანახა და დაუმტკიცა ყველას, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელიც ოპოზიციას ხელთ ჰქონდა, გამოეცალა, არ მივიჩნევთ, რომ ეს არის მოლაპარაკებების შეწყვეტის საფუძველი ან იმის საფუძველი, რომ უარი ვთქვათ გარკვეულ მიღწეულ შეთანხმებაზე. მივიჩნევთ, რომ აუცილებელია მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რადგან იმ ცვლილებებს ჩვენ არ ვაკეთებდით მხოლოდ იმიტომ, რომ დათმობაზე მივდივართ, ეს არის ის სწორი გზა, რომლითაც შეიძლება კიდევ უკეთესი გახდეს თუნდაც საარჩევნო სისტემა და განსაკუთრებით, პარტიული სისტემის გაძლიერება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადავდივართ. ამიტომ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შეთანხმებები, რომლებიც თუნდაც აქამდე მიღწეული იყო, შენარჩუნდეს. დამატებით თუ რაღაც მსჯელობა შეიძლება გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ისევ ისე კონსტრუქციულ ფორმატში მოხდეს ეს. ფასილიტატორი ელჩები არიან, ალბათ, იმის გარანტი, რომ კონსტრუქციულობა იქნება შენარჩუნებული, თუმცა ეს ოპოზიციაზეც არის ძალიან მნიშვნელოვნად დამოკიდებული, რამდენად გააგრძელებენ თავიანთ სიხისტეს მოლაპარაკებებზე. ჩვენ ვამბობთ და ვიმეორებ, რომ რიგგარეშეზე არც იყო არასდროს შეთანხმება და ამაზე არ ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მოთხოვნა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელიც არ არსებობს ამ ქვეყანაში, ისინი არქმევენ ასე, თუმცა საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები, ამიტომ ფიზიკურად ვერ იქნება შეთანხხმების საგანი. ის, რომ ვინმე გადადგეს და ასე შემდეგ, ეს პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი ვერ იქნება ის, რაც პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის, ამიტომ პარლამენტს საკანონმდებლო დონეზე რაც შეუძლია, ნამდვილად მიიღებს გადაწყვეტილებებს, იქნება ეს, პირველ რიგში, კოდექსში, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს არჩევნების ადმინისტრირება,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა