გამოიძახე აფთიაქი სახლში REDMED-ით

REDMED-ი შენს ყოველდღიურობას დაემატა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა კიდევ უფრო მარტივი გახდა. REDMED-ით შეგიძლია:

  • მოძებნო ექიმი
  • მიიღო დისტანციური კონსულტაცია ან ექიმი სახლში გამოიძახო
  • აპლიკაციაშივე მიიღო დანიშნულება
  • და ახლა უკვე შეგიძლია აფთიაქი სახლში გამოიძახო

REDMED-ის პარტნიორი PSP აფთიაქია, მისი სრული ასორტიმენტით. 15 000-მდე დასახელების მედიკამენტი, ჰიგიენა, შენი, თუ ბავშვის მოვლის საშუალებები და სხვა, შეგიძლია მარტივად, ჩვენი პლატფორმის საშუალებით სახლში მიიღო.

მნიშვნელოვანია, რომ PSP აფთიაქის ყველა მიმდინარე შეთავაზება და ფასდაკლება REDMED-ის ონლაინ აფთიაქშიც აისახება.

როგორ გამოიძახო აფთიაქი სახლში?

  • გახსენი აპლიკაცია და გადადი აფთიაქში
  • მიუთითე შენი მდებარეობა
  • დააკლიკე ძიებას და ჩაწერე შენთვის სასურველი სააფთიაქო პროდუქტი
  • დაამატე პროდუქტი კალათაში და გააკეთე შეკვეთა

კურიერი შენს შეკვეთას უახლოესი აფთიაქიდან, მითითებულ მისამართზე მოგიტანს.

გაითვალისწინე, პირველ ეტაპზე აფთიაქის გამოძახება მხოლოდ თბილისში შეგიძლია. ეტაპობრივად კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა