ჰასან რუჰანი - ბაიდენის მოსვლით არცთუ ძლიერ აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ ტრამპის წასვლით ძალიან ბედნიერები ვართ

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ თეირანი ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებით ძალიან აღფრთოვანებული არაა, თუმცა დონალდ ტრამპის წასვლით ძალიან კმაყოფილია.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა ტელემიმართვისას დონალდ ტრამპს ტერორისტი და მკვლელი უწოდა.

„ბაიდენის მოსვლით არცთუ ძლიერ აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ ტრამპის წასვლით ძალიან ბედნიერები ვართ. დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელმაც ბევრი საშინელება ჩაიდინა, რომელიც იყო მკვლელი და ტერორისტი,“-განაცხადა რუჰანიმ.

მისივე თქმით, ტრამპი ცდილობს, ირანს ვაქცინის შეძენაში ხელი შეუშალოს.

„ტრამპი ვაქცინების შეძენაში დაბრკოლებებს გვიქმნის. აი, რამდენად მოკლებულია ეს ადამიანი ყველა ეთიკურ და ადამიანურ პრინციპს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო