აფრიკის დასახლებაში, სადაც გუშინ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება. ტერიტორიაზე იმყოფებიან ის პირები, რომელთა შენობა-ნაგებობის დემონტაჟიც განხორციელდა.

ადგილობრივები მხარდაჭერას უცხადებენ იმ პირებს, რომელთა შენობების დემონტაჟი გუშინ თბილისის მერიამ განახორციელა, ასევე მოითხოვენ იმ პირის გათავისუფლებას, რომელიც გუშინ დააკვეს.

როგორც ადგილობრივები აცხდებენ, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოახდინა, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო