აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 43 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 187 336-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 43 ახალი ფაქტი დაფიქსირდა და დაღუპულთა რიცხვმა 2 050-ს მიაღწია. აზერბაიჯანში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 122 859 პაციენტი. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 62 427-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა