მიხეილ სარჯველაძე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულმა კერძო პირებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, საქმე, პროცედურის თანახმად, გარდაიქმნა კერძო პირსა და სახელმწიფოს შორის დავად. მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა და სწორედ ამას ეხებოდა თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სარჯველაძის თქმით, გაუგებარია, როდესაც საქმის მცოდნე ადამიანების მხრიდან ამ განცხადებით მანიპულირება ხდება.

„საქმეში ჩახედული და ნებიმსიერი სპეციალისტის მხრიდან ეს აღქმული იქნა აბსოლუტურად სწორად. გაუგებარია, როდესაც საქმის მცოდნე ადამიანებისგან ვხედავთ გარკვეულ მანიპულაციებსა და მცდელობებს, რომ სხვა შინაარსი და ინტერპრეტაცია მიეცეს განცხადებას, რომელიც გუშინ გაკეთდა თეა წულუკიანის მხრიდან. აქ საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, როდესაც საქმე გასაჩივრდა კერძო პირების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში, ბუნებრივია, რომ სტანდარტულად საქმე გარდაიქმნება კერძო პირსა და სახელმწიფოს შორის დავად და სახელმწიფოს, ბუნებრივია, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარმოადგენს სწორედ იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ამ დავაში სახელმწიფოს პოზიციების წარმოდგენისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მცდელობები, მითუმეტეს, ისეთი ადამიანების მხრიდან, რომელთაც კარგად ესმით, რომ ეს არის სახელმწიფოსა და კერძო პირებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, არავითარი სპეკულაციებისთვის საგანი და მიზეზი, ამ შემთხვევაში, არ არსებობს,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში წამყვანებს მიმართა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრესთვის დაბრუნებისთვის ბევრი იშრომა.

„თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, „რუსთავი 2" ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე, იმიტომ. რომ მე ტყუილად კომპლიმენეტებს არ ვარიგებ“,- განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა