დავით სერგეენკო აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე - ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო, თუმცა, როგორც ჩანს სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი

ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო, თუმცა, როგორც ჩანს სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი,- ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ აფრიკის დასახლებაში მერიის მიერ შენობების დემონტაჟი.

მისი თქმით, ეს მერიის მხრიდან „იძულებით გადადგმული ნაბიჯი იყო“.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის მძიმე საყურებელია კადრები, როდესაც ძალის გამოყენებით ხდება ნაგებობების დანგრევა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯები. ალბათ ამას წინ უძღოდა მოლაპარაკებები, რომლებიც სავარაუდოდ, უშედეგოდ დამთავრდა და რამდენადაც ვადევნებდი თვალყურს, სავარაუდოდ, შენობებში, რომელთა დემონტაჟიც მოხდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები, არ იყო ჯერ დასრულებული. რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთ ოჯახს დაეხმარა ქალაქის მერი, ასეთი პიროვნული დახმარება ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა ქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ, მერია დაეხმარება. აღსრულება ყოველთვის მძიმეა და ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო ეს, თუმცა როგორც ჩანს სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი. მე გამიჭირდება, რომ ასეთი ქმედებები მოვიწონო, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი“,-აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოახდინა, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა