ბიურომ „ქართული ოცნების“ მიმართვა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შესახებ, ცნობად მიიღო

პარლამენტის ბიურომ „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიმართვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შესახებ, ცნობად მიიღო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის დამტკიცების პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმოადგენს.

„ეს უნდა მიიღოს ბიურომ ცნობად და როცა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას, უკვე შევუდგებით მთავრობის დამტკიცების პროცედურას",- განაცხადა თალაკვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე