ანრი ოხანაშვილი - მოვუწოდებთ ოპოზიციას, შემობრძანდნენ პარლამენტში და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის პროექტის განხილვაში

მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის პროექტის განხილვაში,- ამის შედახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა დააყენონ კონკრეტული საკითხები, რაც შესაძლებელია განხილვების დროს გათვალისწინებული იყოს და ასახული.

„ამნისტია არის ჰუმანური აქტი და არ შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, ისეთი კატეგორიის დანაშაულებს, რომლებიც არის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე და არ შეეხება არც ოჯახურ დანაშაულებს, არც მკვლელობას, არც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და საზოგადოებისთვის საშიშროების შემცველ დანაშაულებს. ეს შეეხება არაძალადობრივ ქმედებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის პროექტის განხილვაში. თუკი სადმე რაიმე შემოთავაზება ექნებათ კიდევ უფრო საინტერესო, თუკი სადმე ისინი ხედავენ რაიმე პრობლემას, კარი ღიაა, მობრძანდნენ და დააფიქსირონ.

ოპოზიციას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ორ მნიშვნელოვან საკითხში, საგარეო კურსთან დაკავშირებულ დოკუმენტის განხილვაში, თუ ისინი ნამდვილად პროდასავლელები არიან შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ წვლილი ამ დოკუმენტის დადგენილებად ქცევაში, ასევე მათ აქვთ სრული შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური აქტის განხორციელებაში, შემოგვთავაზონ ინიციატივები, დააყენონ კონკრეტული საკითხები, რაც შესაძლებელია განხილვების დროს გათვალისწინებული იყოს და ასახული. მათ აქვთ უპრეცედენტო შესაძლებლობა, მიიღონ ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და დასვან საკითხები - რა სურთ, სად აქვთ კითხვები,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა