ნიკა მაჭუტაძე - ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, მათ შეუძლიათ დათმობებზე წამოსვლა და მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება შეიტანა.

როგორც მაჭუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დიალოგი ხელისუფლებამ ჩაშალა, თუმცა მმართველ გუნდს კიდევ აქვს ვადა, რომ დათმობებზე წავიდეს.

„ბურთი არის „ქართული ოცნების“ მოედანზე, მათ შეუძლიათ დათმობებზე წამოსვლა, მხოლოდ მათ შეუძლიათ მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა, მხოლოდ მათ შეუძლიათ ახლა ქართული სამართლებრივი და პოლიტიკური დემოკრატიული საფუძვლების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯების გადმოდგმა იმიტომ, რომ ჩვენ ყველანიარი ნაბიჯი გადავდგით“,- განაცხადა მაჭუტაძემ.

ცნობისთვის, მანდატის შეწყვეტაზე მოთხოვნა პარლამენტში შეიტანა „სახელმწიფო ხალხისთვის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ნატო ჩხეიძემ. მისი თქმით, მანდატი მთავარი არ არის და როდესაც არც ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში არ არის, ძლიერი ბერკეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა