რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის ახალი სანქციების მიზანია, თურქეთის მიერ თავდაცვის ინდუსტრიაში მიღწეული პროგრესი დაბლოკოს

აშშ-ის ახალი სანქციების მიზანია, თურქეთის მიერ თავდაცვის ინდუსტრიაში მიღწეული პროგრესი დაბლოკოს და ქვეყანა კიდევ ერთხელ დამოკიდებული გახადოს,– ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის მიერ თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის გამო დაწესებულ სანქციებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები თურქეთის სუვერენულ უფლებებზე ღიად თავდასხმის განხორციელებაა.

„2017 წლიდან ეს სანქციები, CAATSA, თურქეთის გარდა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაუწესებიათ. ეს ჩვენს ქვეყანას, ნატო-ს წევრს, პირველად დაუწესეს. როგორი ალიანსია ეს? ეს გადაწყვეტილება არის ღიად მტრული თავდასხმა ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების წინააღმდეგ“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, აშშ-მ თურქეთს რუსეთის სარაკეტო თავდაცვის სისტემის 400-ის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა