არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განაცხადი უკვე შეიტანა და მისი განხილვა რეგლამენტირებულ ვადაში მოხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განაცხადი უკვე შეიტანა და მისი განხილვა რეგლამენტირებულ ვადაში მოხდება.

„ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტს ასეთი განცხადებებით უკვე მიმართა. ამ განცხადებების განხილვა და მათზე გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს პარლამენტით რეგლამენტით გათვალისწინებული წესით მოხდება, ზუსტად იმ ვადებში, როგორც ეს რეგლამენტშია მოცემული. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის, რა თქმა უნდა, რეგლამენტში მოცემულ წესს ემთხვევა. ოფიციალური მომართვების შემდეგ საპროცედურო კომიტეტს აქვს რეგლამენტით დადგენილი ვადა, როდესაც მათ უნდა გადაამოწმონ განცხადების შემომტანი პირების რეალური გადაწყვეტილება, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მხოლოდ დადასტურების შემდეგ კი ეს გადაწყვეტილებები ბიუროს და პლენარულ სხდომას წარედგინება", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა