საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, საქართველოში დანერგვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. მათ შორის, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. ასევე, მედიაციაში გადამზადების კურსების ერთობლივი დაორგანიზება.

„ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და კომერციულ დავებში გამოყენებას უწყობს ხელს. დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, როგორიცაა - მედიაცია და არბიტრაჟი - ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. მთავრობა, ბიზნეს საზოგადოება, არა სამთავრობო სექტორი, ჩვენი პარტნიორები - ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაციის განვითარება და გაძლიერება არის უალტერნატივო გზა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად",- განაცხადა ნინო კვეტენაძემ.

როგორც ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმს, მისი გამოყენებით მხარეებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ხელით მიიღონ ორმხრივად სასარგებლო და მათ ინტერესზე მორგებული გადაწყვეტილებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა