თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც, სასამართლო პროცესი გადაიდო

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა განუცხადა, გრიგალაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაშია გადაყვანილი. უფლებადამცველის განმარტებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 2018 წელს, თემქაზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულ ანა ნაცვლიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირი, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა გამთენიისას შეყვარებული სახლიდან გაიყვანა და დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, მას 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც განხილვები ჯერ არ დასრულებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა