ირაკლი ზარქუა - ვერ და არ წახალისდება სახელმწიფო ქონების მიტაცება, ეს გამორიცხულია

ვერ და არ წახალისდება სახელმწიფო ქონების მიტაცება. ეს გამორიცხულია , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია არის სახელმწიფო მიწა, რომელიც გეგმაზომიერად უნდა გაიხარჯოს.

„ეს არის სახელმწიფო მიწა, რაც გეგმაზომიერად, კონკრეტული გონებით უნდა გაიხარჯოს. ნუ შეხვალთ შეცდომაში, ვინც არ უნდა გითხრათ, ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა, რომელსაც მოსახლეობა შეცდომაში შეყავს. ეს არის მუნიციპალიტეტის მიწა, სახელმწიფოს მიწა, რომელიც განიკარგება შესაბამისი აქტებით. ეს შეიძლება იყოს რეკრეაცია, შეიძლება ვთქვათ, რომ მივცემთ კონკრეტულ ბიზნესს ერთ ლარად, რომელიც ააშენებს იქ და გადასცემს სწორედ ამ მოსახლეობას. მაგრამ ის ადამიანები, რეგიონებიდან რომ ჩამოდიან აქ და რაღაცას შემოღობავენ... შეუძლებელია, ეს მიმართულება ვერ წახალისდება“, - განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა გაფრთხილებული იყო.

„ ვისთანაც მივედით ყველა გაფრთხილებული იყო, დაჯარიმებულები იყვნენ. არცერთი იქ არ იყო იმიტომ, რომ იციან, არასწორ საქციელს ჩადიან. იქ არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ხელს ითბობს ამით და ზოგიერთს კიდევ სხვა ინტერესი აქვს“, - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოახდინა, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს