სომხეთის ოპოზიცია 22 დეკემბრის მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება

სომხეთის ოპოზიცია 22 დეკემბერს საყოველთაო ეროვნული საპროტესტო აქციისთვის ემზადება, მას შემდეგ, როგორც კი მთიან ყარაბაღში დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი - 19-21 დეკემბრამდე გამოცხადებული გლოვა დასრულდება. ამის შესახებ დღევანდელ მიტინგზე ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა იშხან საგატელიანმა განაცხადა.

„19 დეკემბერს ჩვენ ორგანიზებას გავუწევთ და ჩავატარებთ სამგლოვიარო მსვლელობას ჩვენი დაღუპული გმირების პატივსაცემად. გლოვის დასრულებისთანავე, სამშაბათს საყოველთაო ეროვნული გაფიცვა გაიმართება. ყველას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა საგატელიანმა.

სომხეთში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა