ირაკლი კობახიძე - ამნისტია კავშირში არ არის მოლაპარაკებებთან - ამნისტიის კანონს არცერთი მუხლი არ დაემატება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ შეეხება არცერთს იმ პატიმრებიდან, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს და მათ გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, განხილვების ეტაპზე აღნიშნულ კანონს არცერთი მუხლი აღარ დაემატება.

მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონის ინიცირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული არ არის.

„ამნისტიას რაც შეეხება, ეს კავშირში არ არის მოლაპარაკებებთან გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ დაყენებული 5 პატიმრის საკითხი და უწოდებენ მათ პოლიტპატიმრებს. აქედან ორი გათავისუფლებულია გირაოს ქვეშ. რაც შეეხება ზოგადად ხუთივეს, არცერთ მათგანს ამნისტია არ ეხება. აქედან გამომდინარე კავშირში არ არის. ამნისტია არცერთს არ ეხება მუხლობრივად. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, თითოეული მუხლი იყო პრინციპულად გავლილი და არცერთი მუხლი ამ ამნისტიის კანონს არ დაემატება“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში „ქართული ოცნება“ პრინციპულად არ განიხილავს პატიმრების საკითხს.

„ჩვენ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში, პრინციპულად არ განვიხილავთ ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ პირველი- საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. მეორე- საინტერესო იყო კიდევ, რომ თვითონ დააყენეს ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან და მერე თვითონ გამოვიდნენ და მათივე დაყენებული ინიციატივის გამო, ელჩებს გვარამიამ ტყვეებით მოვაჭრეები უწოდა. შენ თვითონ რომ აყენებ ამ საკითხს და მერე ტყვეებით ვაჭრობას რომ უწოდებ იმას, რაც იქ განიხილება, ეს უკვე გასაგებია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს