ლევან ჯღარკავა - არცერთი ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან არ გამოგვიყვანია, მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოვახდინეთ და არ დავუშვით სახელმწიფო მიწის მიტაცება

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ლევან ჯღარკავას განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ არაერთი უშედეგო გაფრთხილების შემდეგ, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი კანონის სრული დაცვით განახორციელა და არ დაუშვა სახელმწიფო მიწის ორგანიზებულად მიტაცება.

მან აღნიშნულით აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თემაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

როგორც ჯღარკავამ აღნიშნა, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების გამოსახლების არცერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, გამოსახლების პროცედურას, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების სამსახური ახორციელებს და არა მერია.

„მას შემდეგ, რაც ინსპექტირების ფარგლებში სახელმწიფო მიწაზე უკანონო შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება მოხდა, ეს ხალხი არაერთხელ გავაფრთხილეთ, როგორც დოკუმენტების დონეზე, ასევე სიტყვიერად და ამის დამადასტურელებელი მასალებიც არსებობს. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რათა თვითონვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. იქ შესახლებული არავინ არ იყო. შესახლებულ სახლებზე მოქმედებს სხვა საკანონმდებლო სივრცე. ძალიან რთულია მორალურად, როდესაც იქ მოსახლეობა ცხოვრობს, გამოიყვანო სახლიდან პატარა ბავშვი თუ ავადმყოფი ადამიანი. ეს უკვე ცალკე წარმოების წესია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავინ გამოგვიყვანია სახლებიდან. ის, რაც გუშინ ხდებოდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს პროცესი გრძელდებოდა. მათ ნაწილს ავტომობილები თუ უძრავი ქონება აქვს, რაც ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები. პირიქით, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელთა საქმიანობაც აუცილებლად შესასწავლია", - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.

ლევან ჯღარკავას განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში, 100-მდე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, სწორედ ზემოთ ხსენებული გარემოებების გამო არცერთხელ არ გასაჩივრებულა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა