გიორგი მარგველაშვილი - როდესაც ფაქტი გაფორმდება, რომ არავინ შედის პარლამენტში, იმ წუთიდან იწყება რეალური მოლაპარაკებები

„ერთპარტიული პარლამენტი უკვე შედგა და უნდა გავუსწოროთ თვალი ამ რეალობას, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, ვინც პარლამენტში შევა, საკუთარ თავს პოლიტიკურად დაამთავრებს.

„ერთპარტიული პარლამენტი შედგა უკვე. შეიძლება ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ რეალობა, შეიძლება ათასი ოდიოზური რამის მოფიქრება, დავუშვათ იქ ფიტულების დასმა ან მსახიობების მომზადება, რომლებიც კონკრეტულად ითამაშებენ კონკრეტული ოპოზიციონერების როლს და ა.შ. მაგრამ რეალობა ხომ მარტივია? ერთპარტიული პარლამენტი უკვე შედგა და უნდა გავუსწოროთ თვალი ამ რეალობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას და დღესაც ვხედავდით დემონსტრაციულ და ნათლად გასაგებ უარს საპარალამენტო ადგილებზე. ამასაც ნუ შევხედავთ და თეორიულად ვთქვათ, რომ ვიღაც შევიდა. პირველ რიგში, ამ ვითარებაში, მე არ ვუსურვებდი არავის, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა პოლიტიკურად. რეალურად, ასეთ დაძაბულ ფონზე, რაც არ უნდა პათეტიკური განცხადებები აკეთო, რომ სამშობლოს გადასარჩენად ხარ მზად და ამიტომ მიდიხარ ამ მსხვერპლზე, პოლიტიკურად, არ მგონია, რომ რომელიმე ასეთ პოლიტიკოსს მომავალი აქვს. 11-ამდეც იყო რაღაც მოლოდინი, რომ ვიღაც შევიდოდა. ჩემი აზრით, ცოტა მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც თავის თავის დაღუპვა არ უნდა პოლიტიკურად, ვერც შევა. დღეს ნათლად ჩამოყალიბდა ის, რა ვითარებაცაა. თუ შენ არ გინდა, რომ შენი თავი მოანათლინო დაჩაგრულად, გადატეხილად, მოსყიდულად, ეს ყველა თვისება პოლიტიკურად უვარგისობის ტოლფასია და თუ შენს მომავალს ხედავ, როგორც საზოგადოების წევრის და როგორც პოლიტიკოსის, ამ ხარაკირის და საკუთარი თავის დამთავრებას არ გააკეთებ. ერთმა ან ორმა ადამიანმა რომც გადადგას ასეთი ნაბიჯი, ეს პოლიტიკურ ველს ვერ შეცვლის“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რეალური მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მას მერე დაიწყება, როდესაც გაფორმდება, რომ არცერთი პარტია არ შევა პარლამენტში.

„როცა გაფორმდება, რომ არავინ არ შევიდა პარლამენტში, მერე იწყება უკვე რეალური მოლაპარაკებები, მანამდე არის სპეკულაციები ვინ შევა და ვინ - არა. როდესაც ეს ფაქტი გაფორმდება, რომ არავინ არ შედის, იმ წუთიდან იწყება რეალური მოლაპარაკებები“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო